ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სოციალური ქსელის საშუალებით „ქართულ ოცნებას" მიმართავს:
„რაფერ დაგასოთ ჯვარი სალომემ და თქვენმა უგუნურებამ.. ომი საქართველომ დაიწყო, არა?! მეუფეები რომ უნდა ჩაამწკრივოს არჩევნების შემდეგ და გაროზგოს, ეგ როგორ იყო? და მარიხუინის აბიბინებული პლანტაციები?!
ვინც ეკრანზე ჩანდა, 2012 წლის შემდეგ რომ ყველა მტრად მოიკიდეთ: ჟურნალისტი, ექსპერტი, სამოქალაქო აქტივისტი და ერთი სიტყვის შემშველებელი რომ აღარ დაიტოვეთ;
პრემიერებს, ერთმანეთზე მიყოლებით რომ ეკრძალებოდათ კომუნიკაცია ზემოთჩამოთვლილ სეგმენტთან, ემანდ ბიძინასგან განსხვავებული მოსაზრება არ მოესმინათ და მერე არ გაურჩებულიყვნენ და რა ვიცი კიდომ რამდენი, თანდათან გაგიხსენებთ, თუ არ დამეზარა.
თქვე ღვთის გლახებო. რა გგონიათ, შეგრჩებათ ნაპარავი, თუ ბიძინა დიდ ნოეს კიდობას შეკრავს და გაღმა ნაპირზე გაგიყვანთ. მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ მას არ სჭირდებოდეთ. ფარცხალაძის "პადვლის" მადლი გეწეოდეთ!" - წერს ხათუნა ლაგაზიძე.