"ქართველმა ხალხმა ეს "ნაცონალური მოძრაობის" სიყვარულით კი არ გააკეთა, ამ ხალხს გული დაწყვიტა "ოცნების" უნიათობამ. თუ "ოცნება" გონს არ მოეგება, კიდევ ერთ არეულობას ჩვენი ქვეყანა ვერ გადაიტანს".
ასე აფასებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
გივი სიხარულიძე. "ჭკვიანი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა "ოცნებამ" წინა ხელისუფლების შეცდომებიდან ვერაფერი ისწავლა და ეს ამ არჩევნებზე გამოჩნდა.
ქართველმა ხალხმა ეს "ნაცმოძრაობის" სიყვარულით კი არ გააკეთა, ამ ხალხს გული დაწყდა "ოცნების" უნიათობით, მისი არაქმედითი საქციელით და ამ ნაბიჯზე წავიდა.
ქართველი კაცი ყველაფერს შეეგუება, მაგრამ მისმა შვილმა ანაშაგაბრუებულმა იაროს, ამას ვერაფრით შეეგუება. რა დროს მარიხუანას პლანტაციების გაშენებაზე იყო საუბარი და იქიდან მოგების მიღებაზე; რად უნდა ქართველ ხალხს ასეთი შემოსავალი, თუ მთელი ახალგაზრდობა პლანაქეში გახდება.
მე ვიყავი და ვრჩები ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად. მჯერა მისი ნიჭის და გამოცდილების. კაცმა ვეშაპ ქვეყანაში ფული იშოვა და იქიდან გამოიტანა, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ გონიერი ადამიანი მოახერხებდა,
მაგრამ, ბიძინამ თუ ძირეული რეფორმები არ გაატარა, ეს პარლამენტი არ დაიშალა, ის ხალხი რომელთანაც 24-საათია და მას დამღუპველ რჩევებს აძლევს, თანაც ღალატობს, უნდა მოიშოროს.
"ოცნების" ეგრე დამთავრება მართალია ვერ მოხდება, როგორც "ნაცმოძრაობას" უნდა, ამჯარად "ოცნება" გამოძვრება, მაგრამ გონს უნდა მოეგოს.
ებრაელების ანდაზაა - "შენი არ იცოდე, სხვისი არ გაიგოო" ჰოდა მაგ უტვინოებმაც დაუჯერონ ამ კაცს, ბიძინა ივანიშვილს. მე მხოლოდ მაგის იმედი მაქვს, თორემ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ არეულობას ვეღარ გადაიტანს"- განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.