„ჩვენი განაცხადი არის-ყველა მინუს ერთი, კარი ღიაა აბსოლუტურად ყველასთვის“ - „ძალა ერთობაშია“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს

„ჩვენი განაცხადი არის-ყველა მინუს ერთი, კარი ღიაა აბსოლუტურად ყველასთვის“ - „ძალა ერთობაშია“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კარი ყველასთის ღიაა. ამასთან, გიორგი ვაშაძე ყველა ოპოზიციურ პარტიას მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კონსულტაციები თითოეულ პარტიასთან გაიმართება.

„ჩვენი განაცხადი არის-ყველა მინუს ერთი, კარი ღიაა აბსოლუტურად ყველასთვის! ჩვენ ჩამოვშალეთ ის გაყალბების მექანიზმი, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი, თუმცა სამწუხაროდ, ცესკო-ს დღევანდელი მონაცემები განსხვავდება ჩვენი მონაცემებისგან, განსხვავდება პარალელური დათვლის მონაცემებისგან, სადაც ჩვენ პირველი ადგილი გვაქვს. თითოეულ ოქმზე გვექნება შესაბამისი საჩივარი დაწერილი, არის უბნები, სადაც პირდაპირ თეთრით შავზე ჩანს მანიპულაციები, ამოვარდნილი შედეგები, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ ყველაფერზე გვექნება რეაგირება. არცერთ ამ საკითხს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე და რაც მთავარია, ის გამარჯვება რაც გვაქვს, საბოლოოდ გავაფორმებთ ამ გამარჯვებას და ვიბრძვით მეორე ტურისთვის,“ - განაცხადა ვაშაძემ.