ფიზიკური გარჩევა 26-ე საჯარო სკოლაში - ერთმანეთს მეცხრე კალსის მოსწავლეები სკოლის შენობაში დაუპირისპირდნენ

ფიზიკური გარჩევა 26-ე საჯარო სკოლაში - ერთმანეთს მეცხრე კალსის მოსწავლეები სკოლის შენობაში დაუპირისპირდნენ

როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, თბილისის 26-ე საჯარო სკოლის მე-9 კალსის მოსწავლეები ერთამნეთს დაუპირისპირდნენ. ფიზიკური გარჩევა სკოლის შენობაში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ მოსწვალეს აღენიშნება სხეულის დაზიანება, თუმცა რითია მიყენებული ეს დაზიანება, ჯერჯერობით უცნობია.

„ნიუპოსტისთვის“ ასევე, ცნობილი გახდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო.
დამატებით დეტალებს შსს-ში ვარკვევთ და უახლოეს მომავალშ შემოგთვაზებთ.

აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედია სკოლის შენობის გარეთ მოხდა. ახლა კი, მოსწავლეები საქმეს უკვე სკოლისდ შენობაში არჩევენ.