"მთავარი ჩემი მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს და მერე გაერთიანებული ოპოზიციის 11 კოალიციურ პარტიას"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების არაოფიციალურ შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც არსებობს მეორე ტურის გამართვის ან პირველივე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შესაძლებლობა.

„მთავარი ჩემი მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს და მერე გაერთიანებული ოპოზიციის 11 კოალიციურ პარტიას..

ახლა მთავარია საქართველო ჩამოყალიბდეს სრულად ფუნქციონირებად მრავალპარტიულ დემოკრატიად“- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე.