რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მეორე ტური დაადასტურა. მისი თქმით, უკვე დათვლილია 1000 უბანი და შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური გარდაუვალია. როგორც პარლამენტის თამჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, ორივე ძირითადი ეგზიტპოლების შედეგები აცდენილია რეალობას და ცხადია, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
"ამ ეტაპისთვის ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. ეს ცხადია 1000 უბნის მონაცემებიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.