გამაძევეს პოლიტიკური ჟურნალისტიკიდან, მაგრამ ფენიქსები არ იწვიან… – მაკა რაზმაძე

გამაძევეს პოლიტიკური ჟურნალისტიკიდან, მაგრამ ფენიქსები არ იწვიან… – მაკა რაზმაძე

ბევრი წლის შემდეგ პირველადაა რომ არჩევნებზე არ ვმუშაობ. გამაძევეს პოლიტიკური ჟურნალისტიკიდან, მაგრამ ფენიქსები არ იწვიან მაინც საბოლოოდ. ვნახოთ, კიდევ ბევრი არჩევნებია წინ…”, – ამის შესახებ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში არჩევნების დღესთან დაკავშირებით წერს.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლები ჩაატარეს “ქართულმა ოცნებამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “რუსთავი 2”-მა. სამივვე ეგზიტპოლი შეიცავს წინასწარ მონაცემებს და საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ცესკოს პირველად შედეგებს, აღნიშნული მონაცმეების გამოქვეყნებაც შუაღამიდან დაიწყება და დილამდე გაგრძელდება.

“ევროპული საქართველოსა” და “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლის შედეგებით, აუცილებელი ხდება არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, ხოლო რაც შეეხება “ოცნების” ეგზიტპოლს, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებული ზურაბ ბიგვავას კომპანია “ფისქოპროექტმა” ჩაატარა, სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 50%-ზე მეტი, რაც მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას გამორიცხავს.