"ამაღამ იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა" - უსუფაშვილი

როგორც „შენების მოძრაობის” თავმჯდომარემ არჩევნების დასრულების შეფასებისას აღნიშნა, მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გასვლაა მოსალოდნელი.

„მე არ ვიცი რომელი იქნება პირველ და რომელი იქნება მეორე ადგილზე, როგორც ჩანს, ამაღამ იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სწორედ ამისთვის და მინდა, მივმართო კომისიის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ევალება ამომრჩევლის ხმის ადეკვატურად ასახვა საარჩევნო ოქმში, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.