POS TV”- ის დირექტორი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ყოველდღე ვუყურებ ტრადიციული მედიისა და ჟურნალისტთა კორპორაციის კვდომას. ინტერნეტი ანადგურებს ძველ ხავსმოდებულ ჟურნალისტის პარადიგმას, როგორც განსაკუთრებული როლის მქონე არსებისა. აქ, სოც. ქსელში, სადაც ამ ტექსტს კითხულობთ, თითოეული თქვენგანი ჟურნალისტიცაა, რედაქტორიც და რესპონდენტიც.
და კარგია ეს! სტამბის ასოთამწყობივით გაქრება ეს ხალხი და დავისვენებთ ამდენი გაუნათლებელი და ზღვარგადასულად ამბიციური ქაჯისგან!“, – წერს რამიშვილი.