პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ეხმიანება:
წარსულში, საქართველოში 200 წელზე მეტ ხანს "ტყვეთა სყიდვა", საუბედუროდ, "ჩვეულებრივი" საქმე იყო! თანამედროვე საქართველოში, 20 წელზე მეტი ხანია "ხმათა სყიდვა", საუბედუროდ, "ჩვეულებრივ" საქმედ იქცა! იმდროინდელი "ქართველები", რომლებიც 200 წლის წინ საკუთარ სისხლსა და ხორცს ჰყიდდნენ, და ახლანდელი "ქართველები", რომლებიც ერთნი ჰყიდიან და მეორენი ყიდულობენ "ქართულ ხმებს", - ერთნაირად ნაძირალები, გამყიდველები და საქართველოსგან მოსაკვეთები არიან!!
"მაშინაც და ახლაც, "დახლზე დადეს" და უმოწყალოდ ვაჭრობენ ქართველი ერის ბედით, მისი აწმყოთი და მომავლით!! ღმერთის გეშინოდეთ, მკაცრად დაისჯებით, არ შეგერგებათ ქვეყნის და ერის ღალატი!!!" - წერს ჯუმბერ კირვალიძე.