,,წავალ ხვალ და ხმას მივცემ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ”- ნინო ჯანგირაშვილი

,,წავალ ხვალ და ხმას მივცემ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ”- ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

,,ისე მოხდა, რომ თითქმის ყოველთვის ვიღაცის წინააღმდეგ მიწევდა ხმის მიცემა და არა ვიღაცის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ ამჯერადაც ასეა. მაგრამ არ ვაპირებ ამისგან დრამა შევქმნა. წავალ ხვალ და ხმას მივცემ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს ქალი არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ასევე ხმას ვაძლევ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იმ კაცის წინააღმდეგ, რომელიც ნაფოტებად შლის სახელმწიფოს და ხვალ თუ გაიმარჯვა კიდევ უფრო დიდი შემართებით დაშლის. არასოდეს არ ვიჯერებ, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. ხვალ თუ არ გამოვა, კიდევ ერთხელ ვცდი და ასე ვცდი დაუსრულებლად სანამ ცოცხალი ვარ.”- წერს ჯანგირაშვილი.