BBC: ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში - 2020-ის საპარლამენტო არჩევნების ტესტი

BBC: ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში - 2020-ის საპარლამენტო არჩევნების ტესტი

საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სპეციალურ სტატიას უძღვნის BBC.
"საქართველოში სტარტი აიღო უკანასკნელმა პირდაპირმა საპრეზიდენტო არჩევნებმა. საქართველოს მოსახლეობა 6 წლის ვადით ირჩევს.
ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში შედის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მისი უფლებები საგრძნობლად შეიზღუდება.

თუმცა, როგორც ოპოზიციისათვის ასევე მმართველი პარტიისათვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტია, რომელის შედეგმაც, შესაძლოა, დიდწილად განსაზღვროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები," - წერს BBC.

სტატიიაში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნებზე შესაძლოა უხეში დარღვევები არ დაფიქსირდეს, მაგრამ მმართველ პარტიას აქვს როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.