ზაზა სარალიძე თავისუფალია

ზაზა სარალიძე თავისუფალია

ზაზა სარალიძე თავისუფალია. პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა, თუმცა სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოეხსნა.

ზაზა სარალიძეს ბრალი დღეს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას საავადმყოფოში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.