„სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია! წინასწარ აცხადებს გამარჯვებას და ჩვენი ხალხის ხარჯზე არეულობის მოწყობას გეგმავს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სიფრთხილე მართებს ყველას! ნუ გავხდებით უსამშობლო და უფესვო სააკაშვილის სათამაშო. მას პრეზიდენტის არჩევა რევანშისთვის და ანგარიშსწორებისთვის სჭირდება, რომ ისევ გამოავსოს ციხეები და აწამოს ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს იმედგაცრუება და წყენა აქვს მმართველი გუნდის მიმართ, უფრო ფხიზლად და ცივი გონებით შევხედოთ არსებულ ვითარებას! გადახედეთ სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიას, გვარიშვილობას და არა სააკაშვილისეულ შავ პიარს. ასეთი გამოცდილების ქალბატონი პრეზიდენტი საამაყო და საიმედო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. თან არ ჩანს ისეთი მეამიტი, რომ ვალდებული და ქვეშემდომი გახდეს ვინმეს მიმართ. გავაკეთოთ სწორი არჩევანი ქართული სახელმწიფოსთვის და არა პირადი ამბიციებით ან წყენაზე დაყრდნობით!“ - წერს მამალაძე.