მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა:
„დიდი მადლობა ყველას, დღეს მე მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს, მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა.
დღეს არის პირველი ტური და ამ საღამოსვე გავიგებთ ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა და მე ამომრჩევლის არჩევანს პატივს ვცემ, ამომრჩევლის მოლოდინი მაქვს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.