"რადგან სხვა კანდიდატებმა უკვე მიცეს ხმა გაბრწყინებულ ივერიას, ნათელ მომავალს და უღრუბლო ცას , მე შემოვხაზე საკუთარი თავი"

"გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, სხვა პოლიტიკოსებისგან და კანდიდატებისგან განსხვავებით, რომლებიც კონკრეტულად არ ასახელებენ, თუ ვის დაუჭირეს მხარი, ზურაბ ჯაფარიძემ რეგულაცია დაარღვია და განაცხადა, რომ საკუთარი თავი შემოხაზა. ამასთანავე ჯაფარიძე აცხადებს, რომ მეორე ტურის გარანტია ამომრჩევლის აქტიურობა იქნება, რაც არ მისცემს ხელისუფლებას საშუალებას, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს:

„რადგან სხვა კანდიდატებმა უკვე მიცეს ხმა გაბრწყინებულ ივერიას, ნათელ მომავალს და უღრუბლო ცას , მე მივეცი ხმა გირჩის კანდიდატურას, შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. ვიცი, რომ რეგულაცია დავარღვიე ამ წუთში, მაგრამ მკიდია. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ვინმე სხვას შემოვხაზავდი, არა. საკუთარ თავს დავუჭირე მხარი, თან მყარად. მეორე ტური არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე, რასაც ვუყურებ აქტივობა არის დაბალი. თუ დაბალი აქტივობა იქნება, ქართული ოცნება გამოიყვანს თავის პარტაქტივს, საჯარო მოხელეებს, ადმინისტრაციულ რესურს და გადალახავენ 50%-ს. თუ ხალხი იქნება ბევრი, მათი რაოდენობა ვერ იქნება 50%-ზე მეტი და მაშინ იქნება მეორე ტური. ხალხზეა ყველაფერი დამოკიდებული. გირჩი არის ერთადერთი მოძრაობა, რომელიც იბრძვის საბჭოთა კავშირის დანგრევისთვის და თავისუფლებისთვის. ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას, რომელიც შედგება თავისუფალი ადამანებისგან და არა მონებისგან, ადამიანებისგან რომლებსაც სჯერათ საკუთარი თავის და შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება, ყველაფერი იმის საწინააღმდეგო, რაც იყო საბჭოთა კავშირში.“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.