ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

მისი თქმით, ხმა საქართველოს ევროპულ არჩევანს მისცა.

,,მე ვფიქრობ რომ დღევანდელი არჩევნით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას, ევროპა და კულტურა. ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ და საბოლოოდ ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა