„ნუ აშინებენ ხალხს, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს“ - ელენე ხოშტარიას მიმართვა „ქართულ ოცნებას“

„ნუ აშინებენ ხალხს, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს“ - ელენე ხოშტარიას მიმართვა „ქართულ ოცნებას“

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოუწოდებს, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს. ხოშტარია გუშინ ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის განცხადებებს გამოეხმაურა და ისინი პანიკური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა:

„მინდა, გამოვეხმაურო „ქართულ ოცნებას“, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის გუშინდელ პანიკურ განცხადებებს. ნუ აშინებენ ხალხს, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს. პირველ რიგში, მამუკა მდინარაძემ ალბათ ჩემზე უკეთ იცის, რადგან იურისტია, რომ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა, არ არის კანონდარღვევა. საარჩევნო კოდექსის 66-ე მუხლით, ეს უფლება არის გარანტირებული და თავად გადაწყვეტს ყველა წილისყრაში მიიღოს თუ არა მონაწილეობა. მამუკა მდინარაძემ უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით აგიტაცია აკრძალულია მხოლოდ უბნების შიგნით. მოვუწოდებ„ ქართულ ოცნებას“ დამშვიდნენ, ნუ აშინებენ ხალხს, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.