“ექიმი ჰაუსი“ საბავშვო ფილმებზე გადაერთო

“ექიმი ჰაუსი“ საბავშვო ფილმებზე გადაერთო

უპოპულარეს ამერიკულ სერიალ – “ექიმი ჰაუსში“ მთავარი, ანუ ექიმი ჰაუსის როლის შემსრულებელი მსახიობი –  ჰიუ ლორი, ბოლო პერიოდში ბევრს ცდილობს, რომ “ექიმი ჰაუსის“ როლის შესრულების შემდეგ, მასთან დაკავშირებული ცრუ წარმოდგენები დაამსხვრიოს და ხშირად იღებს მონაწილეობას მსუბუქ და საბავშვო პროექტებში.

 

ცოტა ხნის წინ, ჰიუ ლორი დათანხმდა ახალ შემოთავაქზებას და იგი ახალი ამერიკული საბავშვო “საშობაო ზღაპრის“ გამხმოვანებლის ამპლუაში წარმოგვიდგება. ამ “საშობაო წღაპარს“, მეტად საინტერესო და დაიმაინტრიგებელი სახელი: "სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური" ერქმევა და ლორი ამ ზღაპრის ერთ–ერთ მთავარ გმირს გაახმოვანებს.

 

ფილმის მთავარი გმირი სანტა კლაუსის ვაჟიშვილია, რომელიც ათასგვარ საიდუმლო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას და შობის დღესასწაულის აღნიშვნის მოწინააღმდეგეებს გამოააშკარავებს. ეს ფილმი ეკრანებზე სავარაუდოდ 2011 წელს გამოვა და მისი რეჟისორი ბერი კუკი იქნება.