ცნობილი ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო ბოლო წლების განმავლობაში ლოს-ანჯელესში დამკვიდრდა. ხუთი წლის წინ „ლეომ“ ამ ქალაქის შემოგარენში ძვირადღირებული ვილა შეიძინა.
მსახიობს პირადი საქმეების გამო ნიუ-იორკში ყოფნა ხშირად უწევს. მას სასტუმროებში გაჩერება მობეზრდა და საკუთარი ბინის ყიდვა გადაწყვიტა.
ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ბატონმა ლეონარდომ, ნიუ-იორკის „Battang Park City”-ის მრავალბინიან კომპლექსში აპარტამენტები შეიძინა.
ლეოს ბინის ფანჯრები მდინარე ჰუძონს გადაჰყურებს. თავად საცხოვრებელ სახლს საკუთარი საცურაო აუზი, ფიტნეს-ცენტრი, მაღაზიები, კაფე, სასეირნო ტერასები და ძაღლების გასასეირნებელი მოედანი გააჩნია.
ლეონარდო დი კაპრიო ახალ ბინაში ცხოვრებას არ აპირებს. ის ამ შენობაში მხოლოდ ნიუ-იორკში სტუმრობისას გაჩერდება.