ანჯელინა ჯოლი პაპარაცების წინააღმდეგ

ანჯელინა ჯოლი პაპარაცების წინააღმდეგ

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვარსკვლავური ოჯახი მსოფლიო მას-მედიის ყოველდღიური თვალთახედვის არეშია. სახლიდან გამოსვლისთანავე, ცოლ-ქმარი პაპარაცების მუდმივი ყურადღების ქვეშ ექცევა. ანჯელინა და ბრედი ყოველივე ამას მიჩვეულები კი არიან, მაგრამ მათი ექვსი შვილი უცხო ბიძიების მუდმივი „ყურადღებით“ ძალიან ღიზიანდებიან.

რამდენიმე დღის წინ ქალბატონი ანჯელინა ფრანგულ გამოცემას „Le Monde” ესაუბრა და ჟურნალისტური საძმოს ყველაზე „მამაცი წარმომადგენლების“ - პაპარაცების წინააღმდეგ დაუნდობლად გაილაშქრა.

„პაპარაცებმა ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად შეაწუხეს. შვილების გამო ვცდილობ მათი მუდმივი დევნა მშვიდად ავიტანო. სიტყვა „მშვიდად“ ვახსენე, მაგრამ ამ ადამიანებს კედელთან მივაყენებდი და დაუნდობლად დავხვრეტდი. სამწუხაროდ ბავშვების სიმშვიდისთვის მე და ბრედი მუდმივად ვიღიმით და შვილებს ვამშვიდებთ.

„საშიში არაფერია, ამ ბიძიებს, უბრალოდ, ფოტოსურათების გადაღება უყვართ, ყველაფერი რიგზეა.“ -  ყოველდღე ვუმტკიცებ პატარებს.

ზოგჯერ პირდაპირ სადარბაზო გასასვლელით ვსარგებლობთ, რადგან ისინი სწორედ უკანა კართან არიან ჩასაფრებულები.

კიდევ ერთი პრობლემა მაღაზიებში შვილებთან ერთად სიარულის დროს მექმნება. სანამ სალარომდე მივაღწევთ, ჟურნალ-გაზეთების რამდენიმე თარო უნდა გავიაროთ და გამოცემების გარეკნებზე ჩემი მისამართით გამოტანილი მყვირალა სათაურები ნორჩების ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს.

ბრედმა ერთი „მეთოდიც“ კი შეიმუშავა. სანამ ჩანთებით ხელში მაღაზიას დავტოვებ, შვილებთან ერთად ეზოში სწრაფად გარბის და მანქანასთან მელოდება.

ახალგაზრდობაში პოპულარობაზე ვოცნებობდი, მაგრამ დღეს ყოველივე ამან დამღალა. მინდა სადმე უკაცრიელ კუნძულზე გადავსახლდე და ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდად ვიცხოვრო.“ - განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.