გუშინ ცნობილ მუსიკოსს, ჯგუფი „Queen”-ის გიტარისტ ბრაიან მეის 65 წელი შეუსრულდა.
ბრაიან მეის კარიერა ძირითადად ამ ჯგუფთანაა დაკავშირებული. ის გახლავთ ავტორი პოპულარული კომპოზიციებისა „We Will Rock You” და „The Show Must Go On”.
თავის დროზე გამოცემამ „Rolling Stone” ბრაიან მეი „მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 100 გიტარისტის“ ჩამონათვალში შეიყვანა. მუსიკოსმა ამ სიის 27-ე საფეხური დაიკავა. გამოცემამ „Planet Rock” კი ანალოგიურ გამოკითხვაში მეშვიდე ადგილი მიაკუთვნა.
„Queen”-ის შემადგენლობაში მეიმ 15 ალბომის, ექვსი საკონცერტო ჩანაწერისა და 12 კრებულის გამოცემაში მიიღო მონაწილეობა.
ბრაიან მეის სოლო კარიერაც გააჩნია და სხვადასხვა დროს სამი დამოუკიდებელი ალბომი გამოსცა.