რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „Forbes”, მსოფლიო შოუ-ბიზნესში მოღვაწე 100 ყველაზე ცნობილი პიროვნების მორიგი ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ამ სიის სათავეში ზედიზედ მეორედ, მომღერალი ლედი გაგა მოექცა. ამ ქალბატონმა თავისი პოპულარობითა და გავლენით თვით ცნობილ ტელეწამყვან ოპრა უინფრის გაუსწრო.
გამოცემის წარმომადგენლების მტკიცებით, ლედი გაგა საუკეთესო მაგალითია იმისა, როგორ უნდა მართოს ცნობილმა ადამიანმა საკუთარი კარიერა.
მესამე ადგილი ახალგაზრდა კანადელ მომღერალ ჯასტინ ბიბერს ერგო.
ყველაზე გავლენიანი პიროვნებების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: ლედი გაგა, ოპრა უინფრი, ჯასტინ ბიბერი, ბონო, ელტონ ჯონი, ტაიგერ ვუდსი, ტეილორ სვიფტი, ბონ ჯოვი, საიმონ კოული და ლებრონ ჯეიმსი.