ყველაფერს აქვს რაღაც საზღვარი. ბატონო ირაკლი, თქვენ ეხლა ისაუბრეთ, რომ ამ ოჯახის მიმართ, გამოძიებამ არაფერი არ გააკეთა და მთელი რიგი მოქმედებები არ ჩაატარა და საზოგადოებამ უნდა იცოდესო. ამას რომ ამბობთ მართლა, საქმეში რომ არ გედოთ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და რომ არ იცოდეთ რამდენი პირია ამ ოჯახიდან დაკავებული, კიდევ გეპატიებოდათ მაგრამ არ არის სწორი, იურისტი ადამიანის მხრიდან ამის შეფასება.
ვიტყვი, იმ ობიექტურ გარემოებებს, რისი თქმის ვალდებულებაც გვაქვს. საუბარი იმაზე, რომ ამ ოჯახის მიმართ არ განხორციელდა ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებო არის ძალიან დელიკატურად რომ ვთქვათ უსამართლო. ამას რატომ ვამბობ ეხლა.
დამისახელეთ ბოლო წლების განმავლობაში ოჯახი, ერთი ოჯახიდან ამდენი პირი იყოს პასუხისგებაში მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და დაფარვისთვის, დამისახელეთ ერთი კონკრეტული ოჯახი, ხომ გაქვთ სტატისტიკები. კერძოდ, მ.კ არის თუ არა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიცემული- არის. მამამისი არის თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული- არის. იხდის თუ არა საპატიმრო სასჯელს ციხეში- იხდის. არის თუ არა მისი ძმა პასუხისგებაში მიცემული. მისი ბიძა- მირზა სუბელიანი რომ გახადეთ გმირი, რომ თურმე მირზა სუბელიანი ყოფილა ადამიანი, რომელმაც გამოძიებაზე მოახდინა ზემოქმედება, მაგრამ მტკიცებულებათა ერთობლიობას ვერ ასახელებთ, მირზა სუბელიანი ამ ადამიანის ოჯახის წევრად რომ მონათლეთ არის თუ არა პასუხისგებაში მიცემული. რომელიმე მტკიცებულება, რომელიც მე დაგისახელეთ და ფაქტობრივი გარემოება არ არის სწორი, მიპასუხეთ და გააბათილეთ, მაგრამ ვერ გააბათილებთ იმიტომ რომ არ გაქვთ პასუხი.
ჩვენ სანქცია გავზარდეთ, ან კოდექსში ჩაიხედეთ, ნორმატიულ მასალას გაეცანით. სანქციები გავზარდეთ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და დაფარვისთვის. საუბარი იმაზე, რომ ამ ოჯახს პასუხიმგებლობა აცდა, ეს არის სიცრუე და არის ტყუილი და არ უნდა ვიკადროთ ესეთი რაღაც.
თქვენ ისაუბრეთ ძალიან ბევრი იმაზე, რომ თურმე ჩვენ რეკომენდაციებს რომ გავცემთ სისხლის სამართლებრივ დევნაზე და რეგლამენტში ვიყურებით, კი ბატონო რეგლამენტი ერთია და გეტყვით კიდევე ერთ ნორმატიულ აქტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის , სადაც ძალიან კარგად იცით რომ ექსკლუზიური უფლება სისხლის სამართლებრივი დევნის პროკურატურისაა, მაშინ პარლამენტის წევრი არ უნდა განსაზღვრავდეს და არ უნდა ირგებდეს სისხლის სამართლის საპროცესო ღონისძიების და მოქმედების განხორციელებას. შესაბამისად, ესეც არგუმენტი იმაზე რომ არასწორია იმის თქმა, რომ თურმე ჩვენ პარლამენტის წევრებს გვაქვს უფლება რომ კვალიფიკაციაზე მითითებით განვსაზღვროთ და განვუსაზღვროთ ვინმეს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ჩვენ დავწერეთ დასკვნა, სადაც ძალიან ბევრი საკითხია გაჟღერებული, ხარვეზები გვაქვს დადგენილი და ამ ხარვეზებზე გაცემული გვაქვს კონკრეტული მკაცრი რეკომენდაციები.
თქვენ ახსენეთ რომ სახალხო დამცველსაც აქვს რეკომენდაციის გაცემის უფლებამოსილებაო. მე თქვენ შემიძლია გაჩვენოთ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაცია და თქვენ თუ ნახავთ რომ სახალხო დამცველს მითითებული აქვს კვალიფიკაცია, დევნის დაწყების შესახებ მოწოდება, მაშინ ჩემს სიტყვებს წავიღებ მაგრამ ამას ვერ მეტყვით. ამიტომ არასწორია ამითი აპელირება. არ გვინდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ასე რომ სახალხო დამცველთან მიმართებაში პარალელის გავლება, რომ თურმე ის გასცემს დევნაზე რეკომენდაციებს, არის აბსურდი.
ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა და ძლიან დეტალურად გეტყვით იმ ხარვეზებზე, რომელიც დავადგინეთ. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ ეს მტკიცებულებათა ერთობლიობით , ობიექტურად და ამას წარმოვადგენთ და საზოგადოებაც და თქვენც ნახავთ.
თქვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციას, ისევ ეთანხმებით თუ არა, მ.კ-სთან მიმართებაში როგორც გაეცით. რეკომენდაციაში გიწერიათ რომ თქვენ მოითხოვეთ მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე. რეკომენდაციაში გიწერიათ თანამონაწილეობის ფაქტზე, დასკვნა რომელიც წარმოადგინეთ- პროექტი, რეკომენდაციას ციტირებთ და გააქრეთ ის რომ თანამონაწილეობაზე გაქვთ რეკომენდაცია. დასკვნაში თუ ცვლით ამას, მაშინ კეთილი უნდა ინებოთ და დასკვნაში მიუთითოთ რომ ეს შეიცვალა.
როდესაც თქვენ საუბრობთ კონკრეტული პირის ჯგუფურ მკვლელობაზე, პირს მე რომ პასუხისგებაში მივეცი თანააღმსრულებლობისთვის, ან თქვენ ან სხვამ, იმას უნდა ქონდეს ერთი განზრახვა რომ ჩაიდინოს კონკრეტული ქმედება, იმ პირთან ერთად ვინც ამას ჩადის, და მეორე, უნდა არსებობდეს მიზეზ- შედეგობრივი კავშირი, ანუ მე რომ კონკრეტული ქმედება ჩავიდინე კონკრეტული პირის მიმართ, კონკრეტულ შედეგში უნდა იყოს რეალიზებული. აი ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური, იურიდიული საკითხი. რომელსაც ბაკალავრიატის სტუდენტებს ასწავლიან პირველ - მეორე კურსზე. იმაზე კი არ უნდა ისაუბროთ არაპირდაპირი მტკიცებულებების მოშველიებაზე, უნდა ისაუბროთ კონკრეტულ იურიდიულ მიზეზ შედეგობრივ საკითხებზე. არის შედეგობრივი კავშირი? არის ორმაგი განზრახვა? თუ ეს არის, მაშინ გეთანხმებით და დაგეთანხმებით რომ უნდა ვიფიქროთ კონკრეტული პირის მიმართ კონკრეტული გამოძიების წარმართვაზე, ოღონდ არა სისხლის სამართლებრივი დევნის წარმართვაზე და საგამოძიებო ორგანოს ფუნქციის მორგებაზე. ეს არის ჩემი პასუხი, არაობიექტურად წარმოჩენილი საკითხების მიმართ, თქვენ ჩამოთვალეთ ზოგიერთი საკითხი და თქვით რომ არის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა და დაგვიანებით ჩატარდა ამას მეც ვადასტურებ ეს დავწერეთ და ვწერთ ჩვენ რეკომენდაციებშიც თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში , მტკიცებულებების გარეშე აზრების დემონსტრირებით რასაც თქვენ აქ ახდენთ.