ზვიად ძიძიგური სემ პატენთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და მას სააკაშვილის ხელისუფლების ჩრდილოვან მენეჯერს უწოდებს

ზვიად ძიძიგური სემ პატენთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და მას სააკაშვილის ხელისუფლების ჩრდილოვან მენეჯერს უწოდებს

ზვიად ძიძიგური დეტალურად იხსენებს, რა აკავშირებდა სემ პატენს ქართულ ოცნებასთან წლების წინ:

„მე მაშინ გახლდით ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში, და ეს ბატონი იყო კონსულტანტი საგარეო საკითხებში, ის ალასანიას უწევდა ძირითადად კონსულტაციას, და აქედან გამომდინარე აღმოჩნდა ქართულ ოცნებაში,  შემდეგ ძალიან მოკლე ხანში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კოალიციის ხელმძღვანელი გახლდათ, მიიღო გადაწყვეტილება მისი დათხოვნის შესახებ, და ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც დაითხოვეს სემ პატენი, გახლდათ ის რომ ის იყო ჩრდილოვანი მენეჯერი  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისა, და  ეს თქმა უნდა იყო გადამწყვეტი ფაქტორი,  და ამის გამო დაითხოვეს, და დანარჩენი, მიხეილ სააკაშვილი რომ ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მრჩეველი იყო თურმე, ეს არის მორიგი ცრუპენტელობა, რასაც მიჩვეულები ვართ და სერიოზულად აღარ ვუყურებთ ამას."