"პოლიტიკური ან უწყებრივი ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ მომხდარა"

ჩვენ გამოძიების პროცესში კონკრეტული ხარვეზები გამოვავლინეთ, რამაც, ჩვენი აზრით, გამოძიებისას მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მტკიცებულებების ხარისხზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა დასკვნაში წერია, რომ პოლიტიკური ან უწყებრივი ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ მომხდარა.

„ასევე დასკვნაში არის კონკრეტული, მკაცრი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ჩვენ ვითხოვთ, რათა აღმოიფხვრას გამოძიების შედეგად დადგენილი ხარვეზები. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობის პროცესში ჩვენ დავადგინეთ, რომ გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში კომუნიკაციის პრობლემა იყო, როგორც დაზარალებულ მხარესთან, ისე – საზოგადოებასთან. ჩვენ ამ დასკვნას კომისიის სხდომაზე წარვადგენთ და შემდეგ პლენარულ სხდომას განსახილველად გადაეგზავნება", – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.