ქართული ფოტოხელოვნების “ელექტრიჩკა“

ქართული ფოტოხელოვნების “ელექტრიჩკა“

ბოლო პერიოდში, საქართველოში ფოტონამუშევრების გამოფენა უფრო და უფრო იშვიათად ეწყობა ხოლმე.  სულ რამდენიმა წლის წინ, საქართველოში ფოტოგრაფიის ნამდვილი ბუმი იყო, თუმცა ხელოვნების ამ სფეროს პოპულარობა ახალგაზრდებში როგორც ჩანს, რატომღაც მოდიდან გადადის და ეს ზოგად აქტივობებზეც აისახა..

აწორედ ამიტომ, ნამდვილი ფოტოხელოვნებისათვის მნიშვნელოანი გახლდათ ის, რომ რუსთაველის თეატრის, ფოიე "ქიმერონი" 33 ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრებს დაეთმო. ეს გამოფენა შვედის ხელოვანების ინიციატივით გაკეთდა და გამოფენის ორგანიზატორი – სტეფან ჰოგლუნდი ქართველ ფოტოგრაფებთან მუშაობაში საკმაო ხანია, რაც აქტიურადაა ჩართული . გამოფენა 2 კვირა გაგრძელდება.

გამოფენილი  40 სურათიდან, ერთი საუკეთესო და გამარჯვებული უკვე გამოავლინეს.  ფოტო სახელწოდებით  – "ელექტრიჩკა" - ფოტო თბილისი მცხეთის მატარებელშია გადაღებული. "ვფიქრობ, ის დილა საკმაოდ ჩვეულებრივი იყო ფოტოს პერსონაჟებისათვის", - გვითხრა გამარჯვებულმა ულა მელაძემ. ქართველი ფოტოგრაფების სურათები  საქართველოს მოივლის, რომელსაც ქუთაისის, ზუგდიდის და თელავის საზოგადოებაც შეაფასებს.