ბობ დილანმა ახალი ალბომი ჩაწერა

ბობ დილანმა ახალი ალბომი ჩაწერა

გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა ბობ დილანმა ახალ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობა დაასრულა.

დისკის სახელწოდებაა „Tempest” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გამოვა.

ამ ნამუშევრის პროდიუსერი თავად ბობ დილანი იქნება. მასში ათი ახალი კომპოზიცია განთავსდება.

„Tempest” დილანის რიგით 35-ე სტუდიური ჩანაწერია. საინტერესოა, რომ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი „Bob Dylan” 50 წლის წინ, 1962 წლის მარტში გამოუშვა.

დღეისათვის დილანის უკანასკნელი ნამუშევარი „Christmas in the Heart”, 2009 წლის ოქტომბრით არის დათარიღებული.