ნიკოლ კიდმანი ყველაზე მდიდარია

ნიკოლ კიდმანი ყველაზე მდიდარია

ავსტრალიური მას-მედიის მტკიცებით, ცნობილი კინომსახიობი ნიკოლ კიდმანი „მწვანე კონტინენტის“ ვარსკვლავებს შორის ყველაზე მდიდარია.

კიდმანის ქონება 85 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ამ მაჩვენებლით ნიკოლმა რამდენიმე თანამემამულე კოლეგას გაუსწრო. რასელ ქროუს ქონება „სულ რაღაც“ 28 მილიონ გირვანქად ფასდება, ქეით ბლანშეტისა 15 მილიონად და ჰიუ ჯეკმენისა - 8 მილიონად.

რეიტინგში კიდმანთან შედარებით ახლო აღმოჩნდა მომღერალი კაილი მინოუგი რომელიც 45 მილიონი გირვანქა სტერლინგის მფლობელია.