თუ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს ჩაერთოს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში, ის ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა, დაუჭერს თუ არა “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს, ან სხვა დამოუკიდებელ კანდიდატებს.
“სალომე ზურაბიშვილი დიდი პატივისცემით სარგებლობს ქვეყანაში, საზღვარგარეთ, პარლამენტშიც. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, თუ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს ჩაერთოს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში, ის ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატი იქნება. თუმცა ჩვენ რა პოზიციას დავაფიქსირებთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”, - განაცხადა თალაკვაძემ.