მამუკა ბახტაძე: „მწვანე ეკონომიკა“ ჩვენთვის პრიორიტეტია

მამუკა ბახტაძე: „მწვანე ეკონომიკა“ ჩვენთვის პრიორიტეტია

„მწვანე ეკონომიკა“ ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი, ეს არის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს ახალ ხარისხობრივ დონეზე ავიყვანოთ ეკონომიკა და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს პოტენციალი ამ მიმართულებით მოწინავე ქვეყანა გახდეს. 

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა სწორედ ამ გზას დაადგა - მწვანე ეკონომიკის გზას. ჩვენ გვაქვს უნიკალური პოტენციალი, რომ გავხდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაში მოწინავე ქვეყანა",- განაცხადა ბახტაძემ.