ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილმა კინომსახიობმა პირს ბროსნანმა ახალი ბიზნესი წამოიწყო.
ახლო წარსულში, ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელმა და მისმა მეუღლემ საკუთარი ვილის გაქირავება გადაწყვიტეს.
მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან, „აგენტი 007“-ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამ სიამოვნებისთვის „მხოლოდ“ 84 დოლარის გადახდა იქნება საჭირო
„ტურისტებს“ მეგზურობას თავად პირს ბროსნანი გაუწევს. თუ სტუმრები ზემოთდასახელებულ თანხას ოც დოლარს დაუმატებენ, ბროსნანის მეუღლე მათ შესანიშნავი ვახშმით გაუმასპინძლდება.