ჰოლივუდი ობამას მხარს  უჭერს

ჰოლივუდი ობამას მხარს უჭერს

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, აშშ-ში, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ამ ქვეყნის ამჟამინდელ პირველ პირს, ბარაკ ობამას კონკურენციას რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მიტ რომნი გაუწევს.

გაგიკვირდებათ და რამდენიმე დღის წინ მუქკანიანი ობამას მხარდაჭერა რამდენიმე ცნობილმა ჰოლივუდელმა კინომსახიობმა გამოხატა. აღმოჩნდა რომ ბატონი ობამა ამერიკული შოუ-ბიზნესის გაერკვეულ წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჯორჯ კლუნი: -  „მე პირველად ვხედავ ასეთ ადამიანს! საკმარისია მისი შესვლა ოთახში, რომ ყველა მაშინვე გაჩუმდება და მის ლაპარაკს უგდებს ყურს. ასეთი ძლიერი, ქარიზმატული პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია არ გვყოლია.“

ვუდი ალენი: -  „ეს, უბრალოდ, სამარცხვინო იქნება, თუ ბარაკ ობამა ვერ გაიმარჯვებს. ეს ძალიან, ძალიან საშიში და დამამცირებელი აღმოჩნდება აშშ-სთვის - ძალიან, ძალიან ბევრი მიზეზის გამო.“

სკარლეტ იოჰანსონი: -  „მე ბარაკ ობამაზე ვარ დანიშნული - ჩემი გული ბარაკს ეკუთვნის.“

კრის როკი: -  „ვამაყობ, რომ ობამა კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატია. მაშინაც თუ მექნებოდა სიამაყის მიზეზი, მის ნაცვლად ვინმე რეპერი რომ ყოფილიყო? ცხადია, არა. მარტო იმიტომ როდი ვუჭერ მხარს ბარაკს, რომ ისიც შავკანიანი გახლავთ.“

ბენ აფლეკი: -  „ ჰოლივუდს უყვარს ობამა.“