სლეში ჰოლივუდში დააფასეს

სლეში ჰოლივუდში დააფასეს

ორი დღის წინ ქალაქ ლოს-ანჯელესის დიდების ხეივანში, ჯგუფი „Guns N’Roses”-ს ყოფილი გიტარისტი სლეშის ვარსკვლავი გაიხსნა.

ამ ღონისძიებას მუსიკოსის გარდა მსახიობი ჩარლი შინი და პროდიუსერი რობერტ ევანსი ესწრებოდნენ.

სამადლობელო სიტყვაში მუსიკოსმა იქ შეკრებილ საზოგადოებას დიდი მადლობა მოუხადა. რასაკვირველია „ტრადიცია“ არ დაარღვია და ბატონი აქსელ როუზი უწმაწური სიტყვებით მოიხსენია.

„Guns N’Roses”-ის დატოვების შემდეგ სლეშმა სოლო კარიერა წამოიწყო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ჩანაწერების 100 მილიონი ცალი გაიყიდა.

სადებიუტო ალბომი „Slash” 2010 წელს გამოუშვა, დისკმა „Apocalyptic  Love” კი დღის სინათლე რამდენიმე თვის წინ იხილა.