1962 წლის 12 ივლისს, ჯგუფმა „The Rolling Stones” პირველი ოფიციალური კონცერტი ჩაატარა. იმ დღეს მუსიკოსები ლონდონის “Marquee Club”-ის სცენაზე გამოვიდნენ.
იმ ისტორიულ დღეს ჯგუფის შემადგენლობაში მიკ ჯაგერი, ბრაიან ჯონსი, კიტ რიჩარდი, იენ სტიუარტი, დიკ ტეილორი და ტონი ჩაპმენი ირიცხებოდნენ.
გუშინ „Marquee Club”-ში ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის მოღვაწეობის საწყის პერიოდს ასახავს.
ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში გაყიდვაში გამოვა კრებული „Rolling Stones: 50“, რომელიც მკითხველებს ჯგუფის ისტორიას დაწვრილებით გააცნობს.
კულუარული ცნობით, ჯგუფი რამდენიმე საიუბილეო კონცერტის გამართვასაც აპირებს. ამ ღონისძიებების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ მიკ ჯაგერს კოლეგებთან რთული ურთიერთობა გააჩნია და მასთან მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა.