ჯენის ჯოპლინს ეკრანზე გააცოცხლებენ

ჯენის ჯოპლინს ეკრანზე გააცოცხლებენ

გუშინ ამერიკულმა გამოცემამ „Deadline” გაავრცელა ცნობა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე კინორეჟისორი შონ დურკინი ცნობილი მომღერალი ჯენის ჯოპლინის ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმის გადაღებას დაიწყებს.

ამ სურათის სავარაუდო დასახელება „ჯოპლინი“ იქნება. ფილმის ბიუჯეტი 20 მილიონ დოლარს შეადგენს.

ცნობილი გახდა, რომ მომღერლის როლს მსახიობი ნინა არიანდა შეასრულებს. ფილმი მუსიკოსის ცხოვრების უკანასკნელი ექვსი თვის პერიპეტიებს ასახავს.

ჯენის ჯოპლინი 27 წლის ასაკში, 1970 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.