ცნობილი კოლუმბიელი მწერალი, გაბრიელ გარსია მარკესი ასაკობრივი გონებასუსტობით იტანჯება. მისი ძმის, ხაიმე გარსია მარკესის განცხადებით, მწერალი მაინც ოპტიმისტურ განწყობაზეა.
"ფიზიოლოგიური თვალსაზრისით არაფერს უჩივის, მაგრამ მეხსიერებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აღენიშნება", - განაცხადა ხაიმემ.
დაავადების სიმტომები მწერალს 1999 წელს აღმოაჩნდა. ამის მიუხედავად, ახლობლები ირწმუნებიან, რომ დღემდე მასთან ურთიერთობაში პრობლემები არ შექმნიათ.
"მასთან კონტაქტი ჯერაც შესაძლებელია. როგორც ყოველთვის, ხალისიანად გველაპარაკება და ძველებურად ხმაურიანია", - ამბობს მისი ძმა.
გაბრიელ გარსია მარკესი მარტში 85 წლის გახდა. მან მემუარების დაგეგმილი სამტომეულის ნაცვლად მხოლოდ ერთის გამოცემა შეძლო, სახელწოდებით - "იცხოვრო, რათა უამბო".