ჰოლივუდის ლეგენდარულმა მსახიობმა პიტერ ო’ტულმა განაცხადა, რომ შოუ-ბიზნესს ტოვებს. კინოზე უარის თქმა ვარსკვლავმა 80 წლის ასაკში გადაწყვიტა.
პიტერის სამსახიობო კარიერა 1958 წელს დაიწყო, თუმცა მან სახელი მხოლოდ 1962 წელს გადაღებული ფილმით - "არაბეთის ლოურენსით" გაითქვა. ამ ფილმმა 1963 წელს 7 "ოსკარი" მიიღო. თავად მთავარი როლის შემსრულებელს პრემია არ მიუღია.
პიტერმა რეკორდიც კი დაამყარა. ის "ოსკარის" მთავარი პრემიის, 8 გზის ნომინანტია, თუმცა არცერთი როლისთვის ოქროს ქანდაკება არ მიუღია.
პიტერ ო’ტულს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორიცაა "როგორ მოვიპაროთ მილიონი" (სადაც მას პარტნიორობას ოდრი ჰეპბერნი უწევდა), "უკანასკნელი იმპერატორი", "კალიგულა", "ტროა", "ანჟელიკა".
ო’ტულის ბოლო ორი ნამუშევარი ეკრანებზე 2012 და 2013 წლებში გამოვა.
"კინომ დამაკავშირა კარგ ადამიანებთან, რომლებთანაც შესაძლებელი იყო სამსახიობო კარიერის განუყოფელი ნაწილების, წარმატებისა და ვარდნის გაზიარება. მე მივდივარ ამ პროფესიიდან ცრემლების გარეშე, მაგრამ უღრმესი მადლიერების გრძნობით", - განაცხადა პიტერ ო’ტულმა