მსახიობი ვანესა პარადი ყოფილ პარტნიორს, მსახიობ ჯონი დეპს ომს უცხადებს. ვანესამ დეპის ახალ საყვარელს, ბისექსუალ მსახიობ ამბერ ჰარდს შვილებთან მიახლოება აუკრძალა.
როგორც ვანესას ახლო მეგობარი ამბობს, ვარსკვლავი დაშორების საკომპენსაციოდ დიდ თანხას მოითხოვს. წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა.
"არ არსებობს თანხა, რომელიც ვანესას ტკივილს დაუოკებს. ახლა ის ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილია. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ვანესა ჯონის არასდროს აპატიებს. მას არ უნდა, რომ დეპის ახალი საყვარელი მის შვილებს გაეკაროს", - განაცხადა წყარომ ჟურნალ "National Enquirer"-თან საუბარში.
ვანესას და დეპს ორი საერთო შვილი - 13 წლის ლილი როუზი და 9 წლის ჯეკი ჰყავს.