„ჰობიტის“ გადაღება დასრულდა

„ჰობიტის“ გადაღება დასრულდა

ცნობილმა კინორეჟისორმა, ტრილოგია „ბეჭდების მბრძანებლის“ გადამღებმა პიტერ ჯექსონმა სურათზე „ჰობიტი“ მუშაობა დაასრულა.

ჯ.რ.რ. ტოლკიენის რამდენიმე ტომიანი ნაწარმოების პირველი ნაწილის გადაღება რეჟისორმა გასული წლის დასაწყისში დაიწყო.

ფილმზე მუშაობა ძირითადად ახალ ზელანდიაში მიმდინარეობდა.

სურათის მთავარი გმირის - ბილბო ბეგინსის როლი მსახიობმა მარტინ ფრიმანმა შეასრულა. მის გარდა ახალ კინოსურათში იენ მაკკელენს, ქრისტოფერ ლის, ჰიუგო უივინგს, ქეით ბლანშეტს, ელაია ვუდს, ორლანდო ბლუმსა და ენდი სერკისს ვიხილავთ.

ჰობიტი ორსერიან ფილმს წარმოადგენს. მისი პირველი სერია - „მოულოდნელი მოგზაურობა“ ეკრანებზე მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა, მისი საპრემიერო ჩვენება კი ნოემბრის დასასრულს ახალი ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონში გაიმართება.

ფილმის მეორე ნაწილს - „იქით და აქეთ“ 2013 წლის დეკემბერში ვიხილავთ.