გამოცემა „Collider”-ის მტკიცებით, კინორეჟისორი ოლივერ ჰირშბიგელი ახალი სურათის გადაღებას ასრულებს. ეს ფილმი ტრაგიკულად დაღუპული ლედი დიანას ცხოვრებას ეხება.
სურათის თავდაპირველი დასახელება „Caught in Flight” გახლდათ. რამდენიმე დღის გადაწყდა, რომ ფილმის სახელწოდება „დიანა“ იქნება.
დიანას როლს ცნობილი კინომსახიობი ნაომი უოტსი ასახიერებს. მას პარტნიორობას ნევინ ენდრიუსი უწევს (საიდი, სერიალში „დაკარგულები“).
ფილმის ძირითადი სიუჟეტი დიანასა და ექიმ ჰასნატ კანს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზეა აგებული.
ამჟამად სურათის გადაღებები ხორვატიაში მიმდინარეობს. შემოქმედებითი ჯგუფი შემდეგ მოზამბიკსა და ლონდონში გადაინაცვლებს.
სურათის მსოფლიო ეკრანებზე გამოსვლა მომავალი წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.