დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

15 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14 მარტს +10, +12, ხოლო 15 მარტს +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი.