„ABBA”-ს ახალი აღიარება

„ABBA”-ს ახალი აღიარება

ორი დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „Official Charts Company” საინტერესო გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. გამოცემის მკითხველებს, დიდ ბრიტანეთში ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული სინგლების ჩამონათვალი უნდა დაესახელებინათ.

პირველი საპატიო  ადგილი პოპულარული შვედური ჯგუფი „ABBA”-ს კომპოზიციამ „Dancing Queen” დაიკავა.

მეორე საფეხურზე ლივერპულელი ოთხეულის სიმღერა „Hey Jude” აღმოჩნდა, მესამეზე კი „Queen”-ის „Bohemian Rhapsody”.

ყველაზე პოპულარული სინგლების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

1. ABBA – “Dancing Queen”

2. The Beatles – “Hey Jude”

3. Queen – “Bohemian Rhapsody”

4. Oasis – “Don’t look Back In Anger”

5. John Lennon – “Imagine”

6. Michael Jackson – “Billie Jean”

7. Whitney  Houston – “I Will Always Love You”

8. Kylie Minogue – “Can’t Get You Out Of My Head”

9. Adele – “Someone Like You”

10. Britney Spears – “Baby One More Time”