ცოტა ხნის წინ ამერიკულმა მას-მედიამ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ პოპულარული კინომსახიობი ენ ჰათაუეი ცალსქესიანი ქორწინების მომხრეა.
ქალბატონი ენი სექსუალურ უმცირესობას ნამდვილად არ მიეკუთვნება. მისდა სამწუხაროდ მსახიობის უფროსი ძმა - მაიკლი არატრადიციული ორიენტაციის მიმდევარი გახლავთ. ენი მიიჩნევს რომ ცალსქესიანი სიყვარულის ლეგალიზაცია ყველგან უნდა მოხდეს.
გასულ წელს ნიუ-იორკის შტატში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს კანონიერი ქორწინების უფლება დართეს. აშშ-ში ეს უკვე მეექვსე შტატია, რომელმაც ამგვარი ურთიერთობები ოფიციალურად დააკანონა.
ენ ჰათაუეი ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს. ქალმა მშობლიური დასახლების მთავრობას მოუწოდა, რომ მეზობლისგან მაგალითი აიღოს და ცისფერ-ვარდისფერი სიყვარული აღიაროს.