ცნობილი ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი მძიმე ხასიათით გამოირჩევა. ამ მიზეზის გამო ფილმებზე მუშაობის პროცესში კოლეგებთან კარგი ურთიერთობა არ გააჩნია.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა ჯონ ლეგუიზამომ სტივენ სიგალი უარყოფითად დაახასიათა და ერთი ისტორიაც გაიხსენა.
ერთ-ერთი ბოევიკის გადაღებების დაწყების წინ ბატონი „ნიკო“ კოლეგებს გაეცნო, შემდეგ კი მოურიდებლად განაცხადა, რომ ყველაფრის უფროსი ბრძანდებოდა.
მისი ნათქვამი ფილმში მონაწილე კინომსახიობებმა სიცილით მიიღეს, მაგრამ „მამაცი სტივენი“ თურმე არ ხუმრობდა. ის ლეგუიზამოსთან მივიდა, ხელი სტაცა და აგურის კედელს მიაჭყლიტა.
მოულოდნელობისა და ტკივილისგან დაბნეულმა ჯონმა მარტო იმის კითხვა მოასწრო: „რისთვის?“
ლეგუიზამომ შემდგომში სიგალს თავის გამოსვლებში არაერთხელ დასცინა, რითაც „ნიკო“ ძალიან გააცხარა. სიგალმა დაიფიცა, რომ ადრე თუ გვიან უზრდელ კოლეგებს გემრიელად მიბეგვავდა. ჯონის საბედნიეროდ, ბოლო წლის განმავლობაში სიგალს არსად არ შეხვედრია და ჯერჯერობით გალახვასაც გადაურჩა.