თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ უმრავლესობის რეზოლუციაში, ოპოზიციის დასმული საკითხებიც აისახოს

თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ უმრავლესობის რეზოლუციაში, ოპოზიციის დასმული საკითხებიც აისახოს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ უმრავლესობის რეზოლუციაში, ოპოზიციის მიერ დასმული საკითხებიც აისახოს. 

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში ორი დოკუმენტია ინიცირებული, რომელთა სულისკვეთება იდენტურია. 

"საქართველოს პარლამენტში ორი სხვადასხვა პროექტია ინიცირებული, ერთი უმრავლესობის, მეორე კი ოპოზიციის მხრიდან. მე ვფიქრობ, როდესაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, შესაძლებელია უმრავლესობის რეზოლუციაში აისახოს ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხები. ჯერჯერობით რაიმეს თქმა გამიჭირდება. მთავარია, რომ ორივე დოკუმენტის სულისკვეთება არის საერთო. ორივე რეზოლუცია ოკუპაციის წინააღმდეგაა მიმართული და ორივე ეხმიანება მკვლელობების შემზარავ ფაქტებს, როგორიცაა ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმე", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხს, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ამ საკითხზე რაიმე ახალ ინფორმაციას ის არ ფლობს.