მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსკოვს და ცხინვალს, გაათავისუფლონ ორი დაკავებული და დააბრუნონ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსკოვს და ცხინვალს, გაათავისუფლონ ორი დაკავებული და დააბრუნონ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსკოვს და ცხინვალს, გაათავისუფლონ ორი დაკავებული და დააბრუნონ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განაცხადა. 

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში. 

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია დადგეს პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით და ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და პროცესში ვართ ჩართულები. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსკოვს და ცხინვალს, გაათავისუფლონ ორი დაკავებული და დააბრუნონ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი და დადგეს პასუხისმგებლობა", - განაცხადა იან კელიმ.