მეგობრები, რომლებიც კომუნიკაციაში არიან ჩართული, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება

მეგობრები, რომლებიც კომუნიკაციაში არიან ჩართული, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება

კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, „სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა“.

„არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აღარ გავაკეთებ შეფასებებს. ბევრი საუბარი იყო ამაზე. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ასევე არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.