რუსეთი არ ეწინააღმდეგება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გაერო-ს სამშვიდობო ძალების განთავსებას, მაგრამ ამ საკითხებზე საჭიროა დონბასის არაღიარებულ რესპუბლიკებთან საუბარი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა ამბობენ, რომ მშვიდობისმყოფელები ყველგან უნდა იდგნენ. ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, რომ მთელი ეს ტერიტორია საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოექცეს. ეწინააღმდეგება თუ არა ამას რუსეთი? ჩვენ, სულ მცირე, წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ საჭიროა ამ არაღიარებულ რესპუბლიკებთან საუბარი. მიდით და მოელაპარაკეთ. მაგრამ ამის გაკეთება არავის სურს“, - განაცხადა პუტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა საუბარია სამშვიდობო მისიის დონბასის მთელ ტერიტორიაზე განთავსებაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ინიციატივა „შეხების ხაზზე“ ეუთო-ს დამკვირვებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.