რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, მიმალვაში მყოფი კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე საქართველოში ჩამოდის

რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, მიმალვაში მყოფი კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე საქართველოში ჩამოდის

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოდის.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ზურაბ ბაქრაძე უკვე თვითმფრინავში იმყოფება და თბილისში რამდენიმე საათში იქნება.

ბაქრაძე რობაქიძის საქმეზე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ რობაქიძის საქმეზე მისთვის წარდგენილი ბრალი აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა.